saqarTvelos uReltexilebi - naharis uReltexili
კოორდინატები | 43°13`32` ჩ. გ. 41°55`19` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2880 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
უღელტეხილი აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, გულრიფშის მუნიციპალიტეტი. სიმაღლე ზღვის დონიდან 2880 მ. აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური და სუბნივალური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარეების კლიჩისა (კოდორის სისტემა) და ნაჰარის (ყუბანის სისტემა) ხეობებს.